среда, 4 октября 2017 г.

პროექტი

                                        ჯანსაღი წესით ცხოვრება : // ჯანმრთელობა და სილამაზე //                                                                                                                                                                             
პროექტის აქტუალობა :                                                                                       
 სოციალური ცვლილებები , რომლებიც ჩვენ საზოგადოებაში ხდება : არასრულყოფილი კვება , სამედიცინო რჩევების მიუწვდომლობა , სასწავლო პროცესის მოთხოვნილების გაზრდამ გააუარესა მოსწავლეების ჯანმრთელობა . მოსწავლეები ნაკლებ ინფორმაციას ღებულობენ თავის ჯანმრთელობაზე . არ აქვთ პრაქტიკული ჩვევები როგო უნდა შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა . ზოგიერთი ცოდნა , რომელსაც ღებულობენ ბიოლოგიისსპორტის   , თავდაცვის გაკვეთილებზე არ არის საკმარისი ჯანმრთელობის ფორმირებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში .
   სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში ყოველთვის არ იცავენ ჯანმრთელობის დაცვის ფორმებს და მეთოდებს , რის შედეგადაც იზრდება ქრონიკული დაავადებები იმ მოსწავლეებისა, რომლებიც დგანან დისპანსერულ აღრიცხვაზე. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა აქტუალური ხდება. მოსწავლის ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება გადაწყვეტილი იყოს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირების გზით . ეს მიმართულება კი პრიორიტეტული არის სასწავლო - აღმზრდელობით მუშაობაში . მთავარი პირობები ამ ამოცანის ხარისხიანად გადაწყვეტაში არის გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარება არა მარტო სკოლაში, არამედ ოჯახში და საზოგადოებაში.     
მიზნები და შედეგები.
  შევქმნათ ნორმალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური პირობები მოსწავლეებისათვის . სწორად გავუკეთოთ ორგანიზება სასკოლო და სკოლის გარეშე მოღვაწეობას . აღვზარდოთ ნეგატიური დამოკიდებულება ცუდი ჩვევებისადმი.გავუკეთოთ პროპაგანდა ჯანსაღი ცხოვრების წესს . მოსწავლეებმა გაუკეთონ ფორმირება საკუთარ ჯანმრთელობას . გავაუმჯობესოთ ფიზკულტურულ-გამაჯნსაღებელი სისტემა . ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივაღწევთ სასურველ შედეგს : სულიერად , ფიზიკურად და გონივრულად ჯანსაღ თაობას. მოსწავლეები ახალგაზრდობიდანვე ზრუნავენ ჯანმრთელობის  განმტკიცებისათვის, იცავენ პირად ჰიგიენას,
საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, დისკუსიები , პრეზენტაცია თემაზე  ,,ჯანმრთელობა და სილამაზე ’’ სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა და დასწრება, ექიმებთან კონსულტაციები .
მონაწილეთა ასაკი:  10 , 11 ,12 კლ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ბიოლოგია  -  ინფორმაციის მოგროვება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ჩვენი სკოლის ეზოს მცენარეები. ჩვენი მხარის სამკურნალო მცენარეები.
 ქიმია  -  ეკოლოგიაჯანმრთელობა. წყლის ნიადაგის ქიმიური ანალიზი. საკვები პროდუქტების ანალიზი.
ისტ-ის საშუალებით ბავშვები მოიძიებენ სურათებს, ვიდეომასალას .
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
წიგნები, ენციკლოპედია, ინტერნეტი, google.com საძიებო სისტემა
 პროექტის მსვლელობა: [ ძირითადი აქტივობები ] :
 პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. ერთ ჯგუფს დავავალებ მასალის მოძიებას ენციკლოპედიებში და ინტერნეტში. მეორე ჯგუფს  -  სლაიდების და სტენდის გაფორმებას, მესამეს  –  ექიმებთან კონსულტაციებს .
ვაწყობთ მომზადებული მასალის პრეზენტაციას. მოსწავლეები ახდენენ პროექტის შეჯამებას და თვითშეფასებას .

შეფასების კრიტერიუმი

არ ჩათვლა
ჩათვლა
გამახურებელი ვარჯიშები
ვარჯიშის დაუხვეწავი და მოუქნელი შესრულება
ვარჯიშის დახვეწილი და მოქნილი შესრულება
ჰიგიენის და უსფრთხოების დაცვა
წონასწორობის დარღვევა და უსუფთაობა
იცავს სისუფთავეს და იცილებს ტრავმატიზმს
მოთელვითი თანაზომიერი რბენა
რბენა 60 მ. დაბალი საწყისიდან

ტანის დაუმორჩილებლობა და ნორმატივის არ შესრულება
დაბალი საწყისის სწორი შესრულება და ნორმატივის დროის შესრულება
დამასრულებელი სუნთქვითი ვარჯიშები
ვერ ასრულებს გრძელ და დამამშვიდებელ სუნთქვით ვაჯიშებს
ასრულებს სწორად გრძელ და დამამშვიდებელ სუნთქვით ვარჯიშს